“სვეტი” ბათუმში “სვეტის ქალაქის” მშენებლობის დასაწყებად მიწის ნაკვეთებს ეძებს

თბილისი (BPI) – კომპანია “სვეტი” ბათუმში “სვეტის ქალაქის” მშენებლობის დასაწყებად მიწის ნაკვეთებს ეძებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ მსურველებმა კომპანიას ბათუმში მინიმუმ 20 000 კვ.მ უნდა შესთავაზონ.

“დეველოპერული კომპანია “სვეტისთვის” მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა პროექტთან დაკავშირებით. ამიტომ დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ შემოთავაზებულ წინადადებებს, “სვეტის ქალაქის” სამომავლო ადგილმდებარეობის, პირველადი შენატანის, და გრძელვადიანი განვადების პირობების შესახებ.

2 კვირის მანძილზე მიღებული შემოთავაზებები იქნება განხილული კომპანიის მენეჯმენტის მიერ და თქვენთვის მაქსიმალურად მორგებული პირობების შეთავაზებით დავიწყებთ ბათუმში “სვეტის ქალაქის” პროექტის დამუშავებას”, – განმარტებულია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

პროგნოზი: 2019 წლისთვის ავიაბილეთები გაძვირდება

დანიის საინვესტიციო ბანკის Saxo Bank-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლისთვის გლობალური სატრანსპორტო გადასახადის დანერგვა იწინასწარმეტყველეს, რაც ცხადია …