,,სვანეთი ჰიდრომ” მესტიის პირველ საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზი განაახლა

თბილისი (BPI) – კომპანია ,,სვანეთი ჰიდრო” მესტიის მოსახლეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების სოციალურ პროექტებს ახორციელებს.
სასკოლო განათლების ხელშეწყობის მიზნით კომპანიამ მესტიის პირველ საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზი სრულად განაახლა. დარბაზის აღჭურვისთვის და თანამედროვე სივრცედ მოწყობისთვის კომპანიამ 25 000 ლარზე მეტი გამოყო.

„სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით კომპანიისთვის პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობა. მოზარდი თაობისთვის მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად ჩვენ უკვე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დღეს კი მესტიის პირველ საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზის რემონტი დავასრულეთ, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს განახლებულ დარბაზში გამართონ შემოქმედებითი ღონისძიებები” – განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, ,,სვანეთი ჰიდროს” საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.

,,სვანეთი ჰიდრო” მესტიაში განათლების მხარდასაჭერად საინტერესო პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. მესტიის მეორე საჯარო სკოლაში კომპანიამ უკვე დაიწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკის მოწყობა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მესტიის მოზარდი თაობის განათლებაში .

აღსანიშნავია, რომ დღემდე კომპანიამ ,,სვანეთი ჰიდრო” მესტიის მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარზე მეტის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განახორციელა.

,,სვანეთი ჰიდრო” დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

“ვითიბის” კონკურენტული სასესხო შეთავაზება აქვს

თბილისი (BPI) –  სებ-ის  მორიგ რეგულაციებამდე, “ვითიბი ბანკი” სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს. უზრუნველყოფილი სესხი …