Subway თბილისში რესტორნების ქსელს აფართოებს

თბილისი (BPI) – Subway თბილისში რესტორნების ქსელს აფართოებს. ამერიკული რესტორნების ქსელი ახალ ფილიალს 20 მაისს, გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქ. №35-ში (მეტროსადგურ “ახმეტელი”-დან 100 მეტრში) გახსნის.

გლდანში “საბვეი”-ს რესტორნის გახსნისათვის ფრენჩაიზის ლიცენზიის მფლობელმა ჯამში 500 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში 20-მდე ადამიანის, ძირითადად კი სტუდენტები დასაქმდება. გლდანში გახსნილი რესტორანი საქართველოში “საბვეი”-ს 8-ე ფილიალი იქნება. აქედან 7 ფილიალი თბილისის სხვადასხვა უბანშია წარმოდგენილი, 1 – ბათუმში. ბრენდი მომავალში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს გაფართოებას.

“საბვეის” რესტორანი მომხმარებლებს ახლად მომზადებულ სედნივჩებს, სალათებს და ორცხობილებს შესთავაზებს.

“საბვეი”-ს სენდვიჩები ყოველდღიურად, ადგილზე გამომცხვარი პურის რამდენიმე სახეობით, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით და ახლად დაჭრილი ბოსტნეულის გამოიყენებით მზადდება. სენდვიჩების და სალათების მომზადება უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ და მისი გემოვნებით ხდება. რესტორანში წარმოდგენილია ყავისა და გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი.

“საბვეი”-ს ბრენდი, აშშ-ში 1965 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს. დღეისათვის “საბვეი” ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 111 ქვეყანაში, 44000-მდე რესტორანს ითვლის.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი მილანის აეროპორტში მგზავრების დარჩენას ბარგის რეგისტრაციის გაჭიანურებით ხსნის

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია  Wizz Air-ი მილანის მალპენსას აეროპორტში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია გავრცელებულ ცრუ ბრალდებას …