STARWOOD-ი საქართველოში საწარმოს გახსნას გეგმავს

თბილისი (BPI) –  ხე-ტყის გადამამუშავებელი თურქული კომპანია STARWOOD-ი საქართველოში საწარმოს გახსნას გეგმავს.

საწარმოს გახსნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კომპანია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან მერქნული რესურსით (ნარჩენი, ძირნაყარი) საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფის შემთხვევაში მიიღებს.

კომპანიის ხელმძღვანელობამ საწარმოს გახსნისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები STARWOOD-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის თურქეთში, ქალაქ ბურსაში ვიზიტის ფარგლებში განიხილეს.

STARWOOD-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე დაარსების შემთხვევაში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. მიღებული პროდუქციის (DSP, MDF, ლამინატი) რეალიზაცია იგეგმება როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე პროდუქციის ნაწილი გავა ექსპორტზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბურსას სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. სატყეო სააგენტო 761 597 ჰა ტყის ტერიტორიას მოიცავს, შედგება 7 სატყეო უბნისგან, ტყეების წლიური შემატება შეადგენს დაახლოებით – 2,0 მლ კბ.მ, ხოლო წლიური ხე-ტყის დამზადება წარმოებს დაახლოებით – 1,2 კბ.მ-ს ოდენობით. სოლომონ პავლიაშვილმა ბურსის სატყეო სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.

Image may contain: 3 people