სტამბოლში უფასო ექსკურსიის სერვისით Turkish Airlines-ის 250 ათასმა მგზავრმა ისარგებლა

თბილისი (BPI) – Turkish Airlines-მა სტამბოლში უფასო ექსკურსიის ტური 250 ათას ტრანზიტულ მგზავრს შესთავაზა. მგზავრებისათვის აღნიშნული სერვისის შეთავაზება touristanbul-ის ფარგლებში ხდება, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს.

აღნიშნული ინიციატივით, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, რომელთაც სხვა რეისზე გადაჯდომისათვის 6 დან 24 საათამდე აქვთ, საშუალებას აძლევს სტამბოლი უფასოდ დაათვალიერონ.

საექსკურსიო ჯგუფის შევსება დღეში რამდენჯერმე ხდება Hotel Desk-თან, რომელიც საერთაშორისო რეისების მოფრენის დარბაზშია განთავსებული. არსებული განრიგის მიხედვით ექსკურსიები 8:30-დან 11:00 საათამდე, 09:00-დან 15:00 საათამდე, 09:00-დან 18:00 საათამდე, 12:00-დან 18:00საათამდე და 16:00-დან 21:00 საათამდე პერიოდშია.

საექსკურსიო ტური მოიცავს სტამბოლის ცნობილი ღირსშესანიშნაობების მონახულებას, მათ შორისაა ტოპკაპის სასახლე, სულთან ახმედის მეჩეთი, წმინდა სოფიას ტაძარი, გრანდ ბაზარი, გალათას კოშკი, დოლმაბაჰჩეს სასახლე და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …