სტამბოლის ათათურქის აეროპორტი კომერციულ რეისებს 3 მარტიდან აღარ მიიღებს, ფუნქციონირებას კი 2022 წელს შეწყვეტს

თბილისი (BPI) – თურქეთი სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის თარიღს კიდევ ერთხელ აკორექტირებს. სახელმწიფო აეროპორტების მმართველი კომპანია (DHMI) ადასტურებს, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა რეისის აეროპორტ „სტამბოლში“ გადატანა 3 მარტისათვის დასრულდება.

DHMI-ში განმარტავენ, რომ 2019 წლის 3 მარტისათვის ათათურქიდან ყველა კომერციული რეისი უკვე „სტამბოლში“ იქნება გადატანილი. გადამისამართება არ შეეხება სატვირთო რეისებს. ხოლო ათათუქრის სახელობის აეროპორტი ოფიციალურად 2022 წელს შეწყვეტს ფუნქციონირებას.

შეგახსენებთ, რომ ათათუქრის აეროპორტის დახურვა 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, შემდეგ ვადამ 2019 წლის მარტისთვის გადაიწია. რეალურად ამ ვადაში ათათურქის აეროპორტი მხოლოდ კომერციული რეისების მომსახურებას წყვეტს, ხოლო სატვირთო რეისებს კვლავინდებურად გააგრძელებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …