სტამბოლის აეროპორტები ზაფხულში 28 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

თბილისი (BPI) – სტამბოლის აეროპორტებში მგზავრთნაკადი ივნისი-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,113 მლნ-ით გაიზარდა, – ინფორმაციას DHMI-ი ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემებით, სტამბოლის აეროპორტებმა ზაფხულში სულ 28.36 მლნ მგზავრი გაატარა.

ათათურქის აეროპორტი ივნისი-აგვისტოში სულ  18.56 მლნ მგზავრს მოემსახურა, საბიჰა გოგჩენის აეროპორტი კი 9.438 მლნ მგზავრს.

საანგარიშო პერიოდში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სულ 124682 რეისი განხორციელდა, საბიჰა გოჩენის საერთაშორისო აეროპორტში კი – 63406 რეისი.

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …