SSA Marine ინვესტიციას ზრდის

თბილისი (BPI) ამერიკული კომპანიის დირექტორთა საბჭომ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

SSA Marine ანაკლიის პორტის აქციონერი და ოპერატორია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და „SSA Marine“ – ს შორის ორწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ამერიკული კომპანიის ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვიცე-პრეზიდენტის თედო ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილება პორტში ინვესტიციის გაზრდის შესახებ ძალიან დიდი, სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტია, რაც ერთის მხრივ, ხაზს უსვამს შავი ზღვის აკვატორიის და იქ გამავალი სავაჭრო-ეკონომიკური ვექტორებისა და დერეფნების უზარმაზარ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ადასტურებს საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

„ამდენად ეს სიახლე პოლიტიკურ კონტექსტშიც უნდა შევაფასოთ“- განაცხადა თედო ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „SSA Marine” -ის მიერ ანაკლიის პორტის დაფინანსების გაზრდა ძლიერი სიგნალია სხვა ინვესტორებისთვისაც და უშუალოდ პროექტის წარმატებით განხორციელების გარდა, ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობის საიმედოობისა და საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას.“

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …