სპორტული დარბაზის აბონიმენტის ფასი მსოფლიოში ყველაზე ძვირი ტოკიოშია

თბილისი (BPI) – Deutsche Bank-ის მონაცემებით, სპორტული დარბაზის აბონიმენტის ფასი მსოფლიოში ყველაზე ძვირი ტოკიოშია.

ირკვევა, რომ ტოკიოში სპორტული დარბაზის ერთ თვიანი მომსახურების საშუალო ტარიფი 127.2 დოლარია. ყველაზე მაღალი ფასების რეიტინგში, მეორე პოზიციაზეა დუბაი, სადაც ფიტნეს დარბაზის ერთ თვიანი აბონიმენტის საშუალო ფასი 119.2 დოლარია.

ცნობისათვის, მსოფლიოში სპორტული დარბაზის მომსახურების ტარიფი ყველაზე იაფი ინდოეთშია, უფრო კონკრეტულად კი ქალაქ ბენგალურუში. უცხოური მედიის ცნობით, ბენგალურუში ერთ თვიანი აბონიმენტის ფასი 28 დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის …