სოფელ უდაბნოში სვანური კოშკის ფორმის მოსაცდელი აშენდა

თბილისი (BPI) – საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს შესასვლელთან ტურისტული ტიპის მოსაცდელი აშენდა.
მოსაცდელს ტრადიციული სვანური კოშკის ფორმა აქვს, მის გვერდით მოეწყო ფანჩატურიც და დაიდგა სკამები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ცნობით, უახლოეს პერიოდში ტურისტული ბანერი და ნაგვის ურნებიც დამონტაჟდება.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 19000 ლარია და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“დააფინანსა.
საგარრეჯოს მუნიციპალიტეტის ცნობით, სოფელ უდაბნოს და მისგან სულ რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ უდაბნოს სამონასტრო კომპლექსს ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი ქართველი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. მუნიციპალიტეტში იმედოვნებენ, რომ ტურისტული ბანერი პირველად ჩასულ დამთვალიერებლებს აუცილებელი ინფორმაციების მიღებაში დაეხმარება.

შემთხვევითი სიახლე

თამბქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო “ლეგატო” და “ანტრე” დააჯარიმეს

თბილისი (BPI) – ზამთრის სეზონზე გადასვლასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი ძლიერდება. თამბაქოს კონტროლის …