სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხიდის პროექტირება-მშენებლობა იწყება

თბილისი (BPI) – საქართველოსა და სომხეთს შორის “მეგობრობის ხიდის“ პროექტირება-მშენებლობა იწყება. მშენებელი კომპანია გამოვლენილია და ამ ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.

ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება.

„მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს.

ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა, საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო. სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ერთობილივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი – საქართველო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობისა და ვადების საკითხზე, EBRD-ის პროექტის ახალ ხელმძღვანელს ანდრეი მაქსიმოვიჩს შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა. ახალი ხიდი სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან.

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …