სოციალურად დაუცველთა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას მთავრობა 326 020 ლარით დააფინანასებს

თბილისი (BPI) – სოციალურად დაუცველთა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას მთავრობა 326 020 ლარით დააფინანასებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ჯანდაცვის სამინისტროსათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს.

პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის.

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება. პროექტის …