“სითი პარკთან” საერთაშორისო დავის დაწყების შემთხვევაში მერია საერთაშორისო იურისტების ჯგუფს დაიქირავებს

თბილისი (BPI) – “სითი პარკთან” საერთაშორისო დავის დაწყების შემთხვევაში მერია საერთაშორისო იურისტების ჯგუფს დაიქირავებს. როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს სიახლე არ არის და ოპოზიცია გაურკვევლობაშია, როდესაც თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

“ბიზნესპრესნიუსის” ცნობით, თბილისის მერია „სითი პარკთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო სამართლებრივი დავისთვის იურიდიულ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. განცხადების განხილვის ბოლო ვადა 11 მაისია. რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, ის 800 ათასი ლარია.

„სითი პარკში“ მიიჩნევენ, რომ თბილისის მთავრობამ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეწყვიტა და ის კომპენსაციას იმსახურებს. კომპანიაში არაერთგზის აღნიშნეს, რომ დავას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გააგრძელებს.

„სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. კომპანიას ხელშეკრუელბა 10 აპირილიდან შეუწყდა, მის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

ვითიბიმ ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა. ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას …