შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია დმანისის მუნიციპალიტეტში კოლეჯს და კამპუსს ააშენებს

თბილისი (BPI) – დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“,  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით  10 მოსწავლეზე გათვლილ კოლეჯსა და კამპუსს ააშენებს.

შვეიცარიული აგრარული სკოლა პროექტში 350 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კოლეჯის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს 16–20 წლამდე სტუდენტებისთვის განათლების მიცემა  მეცხოველეობისა და რძის გადამუშავების მიმართულებით, რომელიც დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე.  ამასთან, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი კურსები.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ ცოდნა მიიღონ მეცხოველეობაში, კვების მენეჯმენტში, რძის გადამუშავებასა და ყველის წარმოებაში.  პროექტის მიხედვით სოფელ სარკინეთში ასევე მოეწყობა ფერმა და აგრო-ტექნიკის ფარეხი.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „საზოგადოებრივი კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში მდებარე უძრავი ქონება გადასცა.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …