შიდა ვიზიტორების აქტიურობა გაზრდილია

თბილისი (BPI) – შიდა ვიზიტორების აქტიურობა იზრდება. 2018 წლის II კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა ვიზიტორებმა საშუალოდ თვიურად 1,1 მლნ-ზე მეტი  ვიზიტი განახორციელეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,05 მლნ ვიზიტი.

“საქსტატის” მონაცემებით, ვიზიტებისას მონახულებული ადგილების საშუალო თვიური განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 27,2%, იმერეთი – 18,7%, აჭარა- 12.5%, კახეთი – 8,2%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6,8%, ქვემო ქართლი – 7,2%, შიდა ქართლი – 6,4%, მცხეთა-მთიანეთი – 5,8%, სამცხე-ჯავახეთი – 3,4%, გურია – 2,2%, რაჭა-ლეჩხუმი – 1,3%, აფხაზეთი – 0,1%.

ვიზიტორების ხარჯებმა 130 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი ვიზიტზე კი 118,5 ლარით განისაზღვრა.

ვიზიტების უდიდესი წილი 52% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, მკურნალობა-გაჯანსაღება – 12,2%, შოპინგი – 11,6%, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 9,9%–ია, მეორე სახლის (აგარაკი და სხვა) მონახულება – 4,4%.

შემთხვევითი სიახლე

ლეგენდა ლიკანზე – რას გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი

თბილისი (BPI) – რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“,  …