„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდა

თბილისი (BPI) – „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“  (Black Sea Trade and Development, BSTDB) ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდა.

BSTDB-ის პრეზიდენტი დიმიტრი პანკინი საქართველოს საგანგებო ვიზიტით ეწვია და ანაკლიის პორტის დამფუძნებლებს და აქციონრებს შეხვდა, პანკინი დეტალურად გაეცნო პორტის მშენებლობის გეგმასა და მიმდინარე სამუშაოებს.

„შავი ზღვიის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო სამოქმედო გეგმა და ბანკის მიერ ანკლიის პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა“, – განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ ანაკლიის პორტის პროექტით მისი მშენებლობის პირველივე დღეებიდან დაინტერესდა. როგორც დიმიტრი პანკინმა განაცხადა, ის საქართველოში არა მხოლოდ ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას, არამედ ბევრ საინტერესო პროექტში ჩართვას გეგმავს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია.

შემთხვევითი სიახლე

ბაზისბანკის მენეჯმენტს 2 ახალი დირექტორი შეემატა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის მენეჯმენტს ორი ახალი წევრი შეემატა. საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, …