შარჯაში წვიმის დარბაზი გაიხსნა

თბილისი (bpi) – არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქ შარჯაში არტ ობიექტ Rain Room-ი გაიხსნა, სადაც მუდმივი წვიმაა. დარბაზი 1460 კვ./მ-ს მოიცავს და მასში განუწყვეტლივ 1200 ლიტრი გაფილტრული წყალი ცირკულირებს, რაც თავის მხრივ დარბაზში კოკისპირულ წვიმას ქმნის.

ობიექტი შარჯაში Al Majarah-ის რაიონში, Buhaira-ს სანაპიროზეა განთავსებული და პროექტის ავტორი საერთაშორისო კომპანია Random International-ია.

მსგავსი პროექტები უკვე განხორციელებულია ლონდონში, ნიუ-იორკში, შანხაისა და ლოს-ანჟელესში. ოთახში შესული დამთვალიერებელი მართალია წვიმაში მოყვება, მაგრამ მაინც მშრალი რჩება, რაც მაღალტექნოლოგიური სენსორების დამსახურებაა.