შალელაშვილი მეუღლის ზარდახშის შევსებით არის დაკავებული

თბილისი (BPI) –  ოცნების მილიონერი დეპუტატის  შოთა შალელაშვილის ბოლო საანგარიშო წელი (2017)  ახალი შენაძენით გამოირჩეოდა.   ახალი დეკლარაციით (27.12.2018) პარლამენტის წევრმა  რამდენიმე ათეული მილიონიან ქონებას   ავტომობილი (Mercedes May Bach S) შემატა .  გასავალმა   $170 000 (€153 000) შეადგინა.

დეპუტატმა, რომელიც ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ  პოლიტიკურ პროცესებში მისი ჩართვა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა, ამ დრომდე თავი  მხოლოდ სააკაშვილთან დისტანციური პაექრობით გამოირჩია, ექსპრეზიდენტისგან ეპითეტი „რუსი ებრაელი“ ეწყინა და არასაკადრისი მიმართვისთვის მას „მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში საკითხის დაყენებით დაემუქრა.

ამ დრომდე  შალელაშვილი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მოქალაქედ და ყველაზე პასიურ დეპუტატად ითვლება. მისი ქონება რამდენიმე მიწის ნაკვეთს და ბინას მოიცავს, მათ შორის  3-ს  აშდოდსა და სავიონში (ისარელი), ასევე მოსკოვსა (რუსეთი)და კულაში (სამტრედია, საქართველო). მემკვიდრეობით ნარგუნები და გაჩუქებული ქონების ღირებულება მითითებული არ აქვს.

2016 წელს მიამატა თბილისში (შევჩენკოს ქ)   $480 000-ად ნაყიდი ბინა (ფართი 600 მ²) და 7 მიწის ნაკვეთი ქობულეთში, რომელიც  მეუღლეს (ირა ფიჩხაძე) აჩუქა. 2012-2016 წლებში ასევე მისთვის საჩუქრად შეძენილია აქვს რამდენიმე ყელსაბამი, რამდენიმე ბეჭედი და რამდენიმე წყვილი საყურე,  300 000 ევროს, 150 000 აშშ დოლარის და 250 000 ფუნტის ღირებულების.

პარლამენტის წევრის წლიური  სარგო 48 145 ლარია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …