სერვის ოფისების პროვაიდერმა საერთაშორისო კომპანია “რეგუსმა“ “პიარ კლუბს“ უმასპინძლა

თბილისი (BPI) – სერვის ოფისების პროვაიდერმა საერთაშორისო კომპანია „რეგუსმა“ (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული)   „პიარ კლუბს“ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ „პიარ კლუბის“ წევრები და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრები. მათ კლუბის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მიზანს კლუბის მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავება, კერძოდ სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა წარმოადგენდა. დახურულ შეხვედრას კლუბის და მმართველი საბჭოს 30-მდე  წევრი დაესწრო.

„ჩვენი გლობალური ქსელი ფართოვდება და ახალი სერვის ცენტრი  საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც გაიხსა, სადაც ბიზნეს კომპანიები და საქმიანი ადამიანები შეძლებენ ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებსაც მათ „რეგუსი“ სთავაზობთ. მოხარული ვარ, რომ ვუმასპნძლეთ „პიარ კლუბს“ რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრა, ასევე  გაეცნენ ჩვენს სერვისს და დაათვალიერეს ოფისი,“ – განმარტავს  „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ მომხმარებელს  თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე, მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ  და იდეალურ სამუშაო გარემოს სთავაზობს.  „რეგუსის“ სერვის  ცენტრი  პრესტიჟული  სასტუმროების, კაფეების, რესტორნების და მაღაზიების სიახლოვეს მდებარეობს და მასში იდეალური გარემოა შექმნილი საქმიანი ადამიანებისთვის. ის მარტივად მისადგომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის.

„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს, ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

პროფესიული გაერთიანებაპიარ კლუბი“ 2012 წლის მარტში ჩამოყალიბდა. კლუბი არაკომერციული ორგანიზაციაა, სადაც გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც მოღვაწეობს პიარის, მარკეტინგის, სოციალურმედიის, მედია, სარეკლამო და კომუნიკაციების სფეროში, და აქვს პრაქტიკული გამოცდილება. პიარ კლუბიდაინტერესებული პირებისთვის პერიოდულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, ტრენინგებს, დიალოგს პროფესიულ საკითხებზე, საქველმოქმედო ღონისძიებებს. დღეისათვის, პროფესიული გაერთიანების ფეისბუქის დახურულ ჯგუფში 1200მდე წევრი ერთიანდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სფეროს მნიშვნელობასა და აქტუალობას.