სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში 2018 წლის სექტემბრში  892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 763,529 შეადგინა, ზრდა 5.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან:  ესტონეთი +86%, შვედეთი +82%, ნიდერლანდები +79%, გერმანია +62%, ლატვია +48%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +38%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდაა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +111%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%,იაპონია +38%, ისრაელი  +36% და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან და  (+27.8%), აზერბაიჯანიდან  (+9.8%) განხორციელდა.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …