ucuz paykwik sportwetten paykasa

სებ-ში აზერბაიჯანული ბანკის ანგარიშები დაიხურა

თბილისი (BPI) – სებ-მა  “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის” ლიკვიდაციის დასრულებაზე განაცხადა და  მის  არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნაზე თანხმობა გასცა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის  განკარგულებით, ბანკს  სებ-ში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები უნდა დაეხუროს და რეესტრიდან ამოიღონ.

განკარგულება  8 იანვარს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს, შესაბამისი რეაგირებისთვის წარედგინება.

ბანკმა ლიკვიდაციის პროცესი დამოუკიდებლად დაიწყო და სებ-ს პორტფელის  100 000 ლარამდე შემცირების შემდეგ მიმართა. ანგარშებზე კლიენტების მოუკითხავი სახსრებიც იყო დარჩენილი .

სებ-ის ლიკვიდატორის დანიშვნამდე, გასასხვისებელი პორტფელისთვის კონტრაქტორი  ბანკიც თავად აარჩია და ძირითადი ვალდებულებებიც მანამდე  გაისტუმრეს, აქციონერების და მათ შორის,  ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახისთვის  (3 მლნ ლარამდე).

აზერბაიჯანულმა  ბანკს საქართველო 11 წლიანი საქმიანობის შემდეგ დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

“ლიბერთის” საახალწლო რეჟიმი

თბილისი (BPI) – 31 დეკემბერს, იმუშავებს “ლიბერთი ბანკის” მხოლოდ შემდეგი სერვის ცენტრები: გალერია თბილისი     თბილისი, …