სებ-ი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულ გაუმჯობესებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – სებ-ი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულ გაუმჯობესებაზე აცხადებს –  3%- ნიშნულზე (Q3/2017).

მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახამად, სარეკორდო ტრენდი საქონლის ექსპორტის 20%-ით, ტურიზმიდან შემოსავლების 19%-ით  და ფულადი გზავნილების 20%-იანმა ზრდამ განაპირობა.

სებ-ი  საშუალოვადიან პერიოდში  ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის  ერთნიშნა ნიშნულზე  შენარჩუნებას ვარაუდობს,  იმ დაშვებით, თუ სავაჭრო პარტნიორებში სტაბილური ვითარება შენარჩუნდება და უცხოეთიდან შემოსავლების ზრდა არ შენელდება.

სამომავლო ვითარება სავაჭრო პარტნიორებში რეალური მშპ-ის პროგნოზის არსებით რისკად რჩება. რეგიონული გამწვავების შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზრდება. ასევე, რისკის შემცველია აშშ დოლარის და ევროს გაცვლითი კურსები საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე,  თუმცა, თუ ევროპასა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გამოყენებით საინვესტიციო პროექტები დაჩქარდება,  ბიზნეს განწყობა გაუმჯობესდება და შესაძლოა ზრდა  4.5% -საც აცდეს.