სებ-მა USD 55 მილიონი იყიდა

თბილისი (BPI) –  სებ-მა ბაზარს 40 მლნ ლარი მიაწოდა. ცენტრალურმა ბანკმა დოლარი კვლავ შეისყიდა  წინა ტრანზაქციის (16/01.2019)  ანალოგიური კურსით. მისი აქტივობა  ლარის უსაფრთხოების მანიშნებელია, რომ გაუფასურება  არ ემუქრება. მაგრამ სებ-ი არც გამყარებას აცდის.

წლის დასაწყისიდან 55 მლნ აშშ დოლარი აქვს შესყიდული. ცენტრალურ ბანკს ქვეყნის რეზერვებისთვის ვალუტის შეძენა უიაფდება. 4 იანვარს  $1 ₾2.6732 -ად შეისყიდა. შემდეგ $1/2.6684 კურსით იყიდა და  ბოლო 2 ინტერვენციისას $1 ₾2.6632 დაუჯდა.

წინა  ტრანზაქციები უფრო მოკრძალებული იყო   6 დეკემბერს $ 5 მლნ შეიძინა ( $1/₾2.6704), ნოემბერში  $10 მლნ  ($1/₾2.6735).

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …