სებ-მა საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

“100 წლის შემდეგაც, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ეკონომიკის ისეთი ზრდა, რომელიც მოქალაქეებზე თანაბრად იქნება განაწილებული. აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო მუშაობა ახალი ქართული ფულის შექმნაზე. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამ ეს ემისია 74 წლით გადადო.
დღევანდელ დღეს კი, შევიკრიბეთ რათა აღვნიშნოთ, დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი მონეტის გამოშვება. ამ ტიპის სიმბოლიზმით ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ისტორიას და საშუალებას გვაძლევს მომავალ თაობებს ეს ულამაზესი და ისტორიული მონეტა დავუტოვოთ” – იღნიშნა თავის სიტყვაში მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისიმ” ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და კახეთისა და შიდა ქართლის შემდეგ უკვე …