სებ-მა მ/ო-ს ახალ რეგულაციებზე აცნობა

თბილისი (BPI)  –  მიკროსაფინანო სექტორს სარეზერვო და ლიკვიდობის კოეფიციენტების შესრულება 1 სექტემბრიდან დაევალება.

შემოსავლების დაუდასტურებელ სესხებზე კოეფიციენტის შესრულება ჯერ არ უწევთ. მიკროფინანსისტების ცნობით, მე-3 ეტაპის რეგულაციებზე ჯერ  მხოლოდ კონსულტაციებია.

მე-2 ეტაპის ცვლილებებით , მ/ორგანიზაციას რეზერვები მოეთხოვება ა)სტანდარტულ სესხზე  – 0%; ბ) საყურადღებო -10%; გ) არასტანდარტული – 30% ; დ) საეჭვო – 50%; ე) უიმედო -100%. რესტრუქტურიზებული კრედიტი, კლასიფიცირდება ნეგატიურად, თუ  ლიკვიდური აქტივით სრულაფასოვნად უზრუნველყოფილი არ არის.

კაპიტალის და ლიკვიდობის კოეფიციენტები  24% და 25%-ია  მკაცრ რეგულირებაში მოქცეულებისთვის.  18%/18% -მსუბუქი ზედამხედველობის ბენეფიციარებისთვის.

მკაცრს განეკუთვნება ის მ/ო რომლის კლიენტებისგან მოზიდული სახსრები  საზედამხედველო კაპიტალის 50%-ს აღემატება.

კაპიტალის კოეფიციენტი  3 ეტაპად სრულდება – 16% -31.12.2018; 18%  -30.06.2019 24% -31.12.2019.

კაპიტალის ₾0.5 მლნ-მდე 31.12.2018 -ისთვის შევსების, 30.06.2019-ისთვის კი  ₾1  მლნ-მდე გაზრდის ვალდებულების თაობაზე  მ/ო მანამდე იყო საქმის კურსში.

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …