სებ-ი ეკონომიკის ზრდის აჩქარებას ელის

თბილისი (BPI) –  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) პროგნოზი გაზარდა.

მონეტარუყლი პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 4.8%-ის ფარგლებში განისაზღვრა.

საპროგნოზო მაჩვენებელის განახლება საგარეო სექტორში არსებულ მოსალოდნელზე უკეთეს დინამიკას უკავშირდება.

პროგნოზის მიხედვით, მშპ–ს ზრდაში დადებითი წვლილი ექნება როგორც წმინდა ექსპორტს, ასევე მოხმარებასა და ინვესტიციებს, რასაც საგარეო შემოდინებები, ბიზნეს-განწყობის გაუმჯობესება და სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები განაპირობებს.

მიუხედავად აღნიშნული გაუმჯობესებისა, არსებული შეფასებით, ერთობლივი მოთხოვნა ჯერ კიდევ ჩამორჩება მშპ-ის პოტენციურ დონეს. პროგნოზის მიხედვით, აღნიშნული ჩამორჩენა 2018 და 2019 წლებში ეტაპობრივად აღმოიფხვრება.