სებ-ი დოლარს ყიდულობს, რეზერვები არ იზრდება

თბილისი (BPI) – – სავალუტო რეზერვები ივნისში $10 მლნ-ით შემცირდა, $2.8  მლრდ-მდე. სებ-მა  $ 30 მლნ-მდე  სავალუტო აუქციონებზე კი შეისყიდა, თუმცა  მთავრობას ვალის მომსახურების ხარჯის  გაწევა მოუწია და შესაბამისად  სარეზერვო აქტივები შეუმცირდა. 1 ივლისისთვის  $3.005 მილიარდია (01.06.18 -$3.015 მლრდ;  01.07.2017 – $ 2.956 მლრდ).

აქტივები  მოიცავს სავალუტო რეზერვებს – $2.8 და სავალუტო ფონდში $204 მილიონის სესხების სპეციალური უფლებებს.

საქართველოს სავალუტო რეზერვები, ადეკვატურობის საერთაშორისო შეფასებით, სასურველ ნიშნულზე  დაბალია,  90%-თან მიახლოებულია და სსფ-ის რეკომენდაციით, 100-150% უნდა იყოს,  ქვეყნის ლიკვიდობის შოკების დასაზღვევად.

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …