სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც ვერა მერსედეს მარტინი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში და ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები.

სავალუტო ფონდის მისიამ აღინიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესია იმ პროგნოზებთან შედარებით, რომლებიც ფონდის მისიამ გასული ვიზიტისას გააკეთა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც სავალუტო ფონდის პროგრამა ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას ეფუძნება. ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ სტრუქტურულ რეფორმებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად არის ჩამოსული. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს.