სასტუმრო Stamba ბრიტანული Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგში მოხვდა

თბილისი (BPI) – გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგში თბილისის სასტუმრო Stamba მოხვდა.

გამოცემა უმაღლესი 10 ქულიდან სასტუმროს 9 ქულით აფასებს.

გამოცემა აღწერს სასტუმროს, წერს მის დიზაინზე, სერვისზე და მიათითებს, რომ ყოფილი საბჭოთა ეპოქის Stamba ახლა განსხვავებული დიზაინის სასტუმროა შუშის გამჭვირვალე აუზით და გრანდიოზული კაფეთი. ახალი სასტუმრო  ერგება დედაქალაქის სტილს. სასტუმროს რესტორანი სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძებით უმასპინძლდება.

სასტუმროში ერთი ღამით განთავსება დაახლოებით, 737 ლარია (224£).

თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო Stamba Hotel-ი 1 მაისს Rooms Hotel-ის მფლობელმა კომპანია „აჭარა ჯგუფმა“ გახსნა.

ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში განთავსდა. ამ ეტაპზე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suite-ი (79 კვ.მ), მშენებლობის მთლიანად დასრულების შემდგომ სასტუმრო სტამბაში 150 ნომერი იფუნქციონირებს.

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო.

სასტუმრო სტამბა სტუმრებს ასევე სთავაზობს საშოკოლადე (Chocolaterie and Roastery) ადგილზე მოხალულ ყავით და დამზადებული შოკოლადით. სასტუმროში ასევე განთავსებულია კაზინო ავიატორი (Aviator). სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე – Jungle Lobby – არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს თავზე მოწყობილი აქვს საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. გამომცემლობის ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც. სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …