სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომა მიღება დაიწყო

თბილისი (BPI) – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომა მიღება დაიწყო.

რვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტების რეგისტრაცია 3-დან 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსურველებს სწავლებას შემდეგ პროგრამებზე სთავაზობს:
• რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა
• რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი
• რკინიგზის ელექტრო მომარაგება
• ლოკომოტივის მართვა
• სავაგონო მეურნეობა
• სარკინიგზო გადაზიდვები
• რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია ცენტრალიზაცია
და ბლოკირება
• რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტის- „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის,“ ფარგლებში არის დაფინანსებული.

შემთხვევითი სიახლე

პროგნოზი: 2019 წლისთვის ავიაბილეთები გაძვირდება

დანიის საინვესტიციო ბანკის Saxo Bank-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლისთვის გლობალური სატრანსპორტო გადასახადის დანერგვა იწინასწარმეტყველეს, რაც ცხადია …