სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო

თბილისი (BPI) – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ორ დუალურ პროგრამაზე 18 სტუდენტი ჩაირიცხა.

საქართველოს რკინიგზაის ცნობით, მსურველები პროფესიულ განათლებას რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგისა და რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის მიმართულებით მიიღებენ. დუალური მეთოდი სტუდენტებს დაეხმარებათ, თეორიულ ცოდნასთან ერთდ პრაქტიკულადაც დაეუფლონ ზემოთაღნიშნულ სპეციალობებს. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთვრებულებს მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის.

შემოდგომაზე კოლეჯის ადმინისტრაცია რკინიგზის დარგით დაინტერესებული სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას ელოდება. რკინიგზის ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს წარმოადგენს.

შემთხვევითი სიახლე

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის …