სარეზერვო აქტივებმა 3 მლრდ-ს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – სარეზერვო აქტივები გაიზარდა, 3 მლრდ-ს გადააჭარბა (1.02.2018- $3.069 მლრდ).

დეკემბერში სსფ-სგან $42 მლნ-ის ტრანში ჩაირიცხა. 3-წლიანი პროგრამით ქვეყანას $300 (SDR 210.4  მლნ) ეკუთვნის და ტრანშებად იღებს. ეროვნულ ბანკს 7 აგვისტოს შემდეგ სავალუტო აუქციონი აღარ გაუმართავს (1 და 7 აგვისტოს ინტერვენციები – $40 მლნ, კურსი $1/2.395).

სებ-ის სტატისტიკით, 1 თებერვლისთვის სავალუტო რეზერვები $2.858 მლრდ-ს შეადგენს (L/Y -$2.601მლრდ).

სარეზერვო აქტივები სესხების სპეციალურ უფლებებსაც მოიცავს, საქართველოს SDR211.02 მლნ-ის აქტივი აქვს.