საქართველოში ყველაზე პოპულარული ტაქსის ავტომობილების ტოპ-ათეული

თბილისი (BPI) – საქართველოში ტაქსებს შორის ბიზნეს და C-კლასის იაპონური და გერმანული ავტომობილები ლიდერობს, – ასეთია სერვისმ “მაქსიმის” ყველაზე საიმედო ავტომობილების რეიტინგი, რომლებსაც ტაქსის მძღოლები ირჩევენ.

სამუშაოდ მძღოლები ყველაზე ხშირად ჰიბრიდული ძრავის მქონე Toyota Prius-ს ირჩევენ. ის ეკოლოგიური და ეკონომიურია.

მეორე ადგილზეა Mercedes-Benz C-class. ლიდერებს შორის მესამე ადგილი უჭირავს ყველაზე გაყიდვად Mercedes-Benz E-class-ს.

Mercedes-Benz-ის მარკას ჯამურად ავტომობილების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი უკავია. მის გარდა სიაში წარმოდგენილია Opel, Honda, Volkswagen და Nissan.

ტაქსის ავტომობილების ტოპ-ათეული
1. Toyota Prius — 25,8%
2. Mercedes-Benz C-class — 17,5%
3. Mercedes-Benz E-class — 16,6%
4. Opel Astra — 12,5%
5. Honda Fit — 9,7%
6. Opel Vectra — 6,7%
7. Opel Zafira — 3,8%
8. Volkswagen Golf — 2,6%
9. Toyota Ipsum — 2,5%
10. Nissan Note — 2,3%

ჩამონათვალი შედგენილია შვიდი ქალაქის მონაცემების მიხედვით, სადაც სერვისი “მაქსიმი” საქმიანობას: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი.

როგორც რეიტინგიდან ჩანს, საქართველოში ტაქსი სულ უფრო კომფორტული ხდება და ამასთანავე რჩება გადაადგილების ხელმისაწვდომ საშუალებად. ტაქსის მძღოლები რაციონალურად უდგებიან ავტომობილის არჩევის საკითხს, რადგან მის მახასიათებლებზე ბევრად არის დამოკიდებული მათი შემოსავალი. ისინი ყიდულობენ საიმედო, კომფორტულ და ეკონომიურ მანქანებს, ყურადღებას აქცევენ ტევადობას, მანევრირებასა და საწვავის ხარჯს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ტაქსის ავტომობილების ტოპ-ათეული შეიძლება გამოადგეს ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც სურს იდეალური ავტომობილის შეძენა დამატებითი შემოსავლის მისაღებად.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …