საქართველოში ყველაზე ძვირიანი 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაშია

თბილისი (BPI) – საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 2018 წლის ივლისში,  148 ლარი შეადგინა. PMCG-ის ინფორმაციით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში – 180 ლარი და აჭარაში – 156 ლარი დაფიქსირდა. ივლისში ამ რეგიონების 3* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის (ოქტომბერი – ივლისი) მაქსიმუმს მიაღწია.

ივლისში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი – 89 ლარი და იმერეთი – 110 ლარი. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 254 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები სამცხე-ჯავახეთში – 297 ლარი და კახეთში – 289 ლარი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ივლისში, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის 4* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. ივლისის თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155 ლარი და იმერეთი – 219 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი მილანის აეროპორტში მგზავრების დარჩენას ბარგის რეგისტრაციის გაჭიანურებით ხსნის

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია  Wizz Air-ი მილანის მალპენსას აეროპორტში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია გავრცელებულ ცრუ ბრალდებას …