საქართველოში ტურისტების რაოდენობა ისევ მზარდია

თბილისი (BPI) – 2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385  ვიზიტი შედგა.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების  განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 606,792 შეადგინა, ზრდა +14.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 399,989 შეადგინა, რაც 68,550-ით მეტია 2017 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +20.7%).

 

საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტები  (2018 წლისივნისი)

ვიზიტისტიპი2017: ივნისი2018: ივნისიცვლილებაცვლილ %
საერათაშორისო მოგზაურების ვიზიტები639,407727,38587,97813.8%
საერათაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები531,224606,79275,56814.2%
ტურისტული ვიზიტი331,439399,98968,55020.7%
ერთდღიანი ვიზიტი199,785206,8037,0183.5%

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …