საქართველოში საავიაციო ნავთის უმსხვილესი იმპორტიორი თურქმენეთია

თბილისი (BPI) –  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი ივნისში მაისთან შედარებით 2,7 ათასი ტონით გაიზარდა და 10 ათასი ტონა შეადგინა.

საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 6,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63%-ია. შემდეგ მოდის საბერძნეთი – 3,7 ათასი ტონა (37%).

იანვარ-ივნისში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 41,3 ათასი ტონა, რაც 8,9 ათასი ტონით ანუ 27,5%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (32,4 ათასი ტონა).

 

 

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …