ucuz paykwik sportwetten paykasa

საქართველოში მაისში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისი (BPI) 2018 წლის მაისში საქართველოში 633,086 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 541,752 შეადგინა, ზრდა +9%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 359,744 შეადგინა, რაც 50,008-ით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +16.1%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+24.5%), აზერბაიჯანიდან (+7.4%),სომხეთიდან (-8.9%) და თურქეთიდან (-2.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +78.6%, გაერთიანებული სამეფო +63.6%, საფრანგეთი +59.7%, იტალია +59.5%, ნიდერლანდები +54.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +354.5%, ჩინეთი +88.7%, ირანი +46.1%,ისრაელი +38.9% და ბელარუსი +33.3%.

 

შემთხვევითი სიახლე

„ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს“ – მოხატე „კლასობანა“

თბილისი (BPI) – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის, ფიზიკური აქტივობის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, მოზარდების გააქტიურების მიზნით, თბილისის …

Robby Fabbri Womens Jersey