საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყანა 2017 წელს გერმანია იყო

თბილისი (BPI) – საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყანა გერმანიაა.

2017 წლის 31 დეკმებრის მონაცემებით, საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი ჰყავს. მათ წინაშე აღებული ვალდებულებები 2,138 მლრდ ლარი (824,821 მლნ დოლარი). აქედან საქართველოს გერმანიისთვის 742,555 მლნ ლარი (286,457 მლნ დოლარი) მართებს; მეორე ადგილზე იაპონიაა 545,17 მლნ ლარით (210,312 მლნ დოლარი); მესამე ადგილი 360,287 მლნ ლარით (138,989 მლნ დოლარი) საფრანგეთს უკავია.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2017 წლის 31 დეკმებრის მონაცემებით, 5,177 მლრდ დოლარი, ანუ 13,2 მლრდ ლარია.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 0,661 მლრდ დოლარით არის გაზრდილი.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …