საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი 2018 წლის I კვარტალში

თბილისი (BPI) – 2018 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა. “საქსტატის”მონაცემებით, მასზე მოდის საქართველოში უცხოური კაპიტალდაბანდების 29,6%.

გაერთიანებული სამეფოდან ინვესტორემბა საანგარიშო პერიოდში 82,7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 75,9 მლნ დოლარი).

მეორეზე – ჩინეთის მზარდი ტენდენციით. ამ ქვეყნიდან საქართველოში ინვესტიციის მაჩვენებელი შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,6 მლნ დოლარიდან 41,9 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ჩინეთის წილი 14,9% მოდის.

ნიდერლანდები რეიტინგში მეოთხე ადგილზეა 11,6%–ით მოხვდა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა თითქმის 33%-ით შემცირდა.

შემთხვევითი სიახლე

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის …