საქართველოს სათავგადასავლო მარშრუტები მსოფლიოში უდიდეს პლატფორმაზე გამოჩნდება

თბილისი (BPI) – საქართველო რეგიონებში სალაშქრო ბილიკების ავითარებს. ბოლო 3 წელიწადში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ქვეყნის 8 რეგიონი შეისწავლა და 190-მდე სალაშქრო ბილიკი მოიკვლია. მოკვლევის პარალელურად ბილიკების მონიშვნა და ონლაინ სივრცეში გადატანა ხდება.

2016-2017 წლებში, სამეგრელო – ზემო სვანეთისა და რაჭა ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებში 33 ბილიკი მოინიშნა. შეიქმნა 60-ზე მეტი მარშრუტი. მონიშნული ბილიკების საერთო სიგრძემ 722 კმ შეადგინა . ყველა ბილიკი ქართული, ეროვნული სტანდარტის მიხედვით შეიქმნა, რომლიც 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა.

სალაშქრო ბილიკების შექმნისა და მონიშვნის პარალელურად ინფორმაცია ბილიკების ქსელის შესახებ ინტერნეტ სივრცეში განთავსა.

USAID-ის პროექტ ზრდასთან თანამშრომლობით მონიშნული ბილიკები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საძიებო პლატფორმაზე – www.wikiloc.com-ზე განთავსდა.

ეს არის სათავგადასავლო მარშრუტებისათვის შექმნილი სპეციალური საიტი, რომელზეც ამჟამად ატვირთულია 8,4 მლნ-ზე მეტი ბილიკი მსოფლიოს მასშტაბით და ჰყავს 3,6 მლნ-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი. Wikiloc-ს ავტომატური სინქრონიზაცია აქვს Google Earth-თან, ანუ საქართველოს ბილიკები მსოფლიოში უდიდეს პლატფორმაზეც გამოჩნდება, რაც კიდევ უფრო გაადვილებს მათ პოპულარიზაციას და საქართველოში მეტი მოგზაურის მოზიდვას.

Wikiloc-ზე ოფიციალური გვერდი დარეგისტრირებულია სახელწოდებით: Georgia and Trave სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია მონიშნული ბილიკების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა რომლიც მოგზაურს სჭირდება ბილიკის შესახებ და რაც მოგზაურობას უფრო მარტივს და რაც მთავარია უსაფრთხოს ხდის.

ამჟამად საიტზე ატვირთულია სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის 40 ბილიკი, რომელსაც ეტაპობრივად შეემატება ყველა ის მარშრუტი, რომელიც უკვე მოინიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ან უახლოეს მომავალში მოინიშნება.
სამომავლოდ იგეგმება ამ მარშრუტებისთვის ბეჭდური გზამკვლევების გამოცემა. 

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …