საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.5%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა გაიზარდა. “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენ, რაც 5 500 ფრენით, ანუ 10.5%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

5 თვეში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა-დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 254 ფრენით, ანუ 25.5%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია იანვრიდან მაისის ჩათვლით 16 385 340 კმ-ს შეადგენს. მაჩვენებელი 32 454 კმ-ით და 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2017 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKRAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.