საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთულობა იზრდება

თბილისი (BPI) – საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთულობა იზრდება.

2018 წლის იანვარი-ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა, 7 955 ფრენით ანუ 10.1%-ით მეტი 2017 წლის იმავე პრიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს (+3 031 ფრენა, +5.3%). აფრენა – დაფრენის რაოდენობა კი 25 941 – ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ითაა გაზრდილი.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი – ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD. აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …