საქართველოს რომელ დაცულ ტერიტორიებს სტუმრობენ ვიზიტორები

თბილისი (BPI) – საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 38%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.

სულ 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195 617 შეადგინა. მათ შორის 55% ქართველია, ხოლო 45% – უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით.

ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა:

• პრომეთეს მღვიმე

• თბილისის ეროვნული პარკი

• ყაზბეგის ეროვნული პარკი

• მარტვილის კანიონი

• სათაფლია

5 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

• მაჭახელას ეროვნული პარკი

• თბილისის ეროვნული პარკი

• მტირალას ეროვნული პარკი

• ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

• მარტვილის კანიონი

 

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …