საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზა 11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით #852/851 მატარებლით გადაიყვანს.

თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი თბილისის სადგურიდან 08:50 საათზე გავა და ბათუმში 14:15 საათზე ჩავა, ბათუმიდან 18:30-ზე გამოვა, თბილისში კი 23:59-ზე ჩამოვა. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით არის შესაძლებელი.