საქართველოს ლოგისტიკის ინდექსში 11 საფეხურით დაწინაურდა

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკის 2018 წლის ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 11 ადგილით გაუმჯობესდა.

მსოფლიო ბანკის 2018 წლის ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 160 ქვეყანას შორის 2.44 ქულით 119-ე ადგილს იკავებს.

გაუმჯობესება შეინიშნება თითქმის ყველა კომპონენტში:  საბაჟო (2.42 ქულა); ინფრასტრუქტურა (2.38 ქულა); საერთაშორისო გადაზიდვები (2.38 ქულა); ლოგისტიკური შესაძლებლობები (2.26 ქულა); დრო (2.95 ქულა).

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. კვლევა ეფუძნება ლოგისტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ შევსებულ კითხვარებს.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …