საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4,8%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4,8%-ით გაიზარდა, – წინასწარ მონაცემებს “საქსტატი” აქვეყნებს.

უწყების წინასწარი მონაცემებით,  2017 წლის დეკემბერში და 2017 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,7 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა,
სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის,
ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.