საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგიამ მოახდინა ბაზრის კვლევისა და საექსპერტო წყაროების შესწავლა, ასევე, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი, რათა გამოევლინა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას.

„ამ აღიარებით  ჩვენ ვაჯილდოვებთ ბანკებს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები, მუდმივად ზრდადი და კომპლექსური ბაზრის პირობებში,  არიან ყველაზე საიმედო და უსაფრთხო კასტოდიან ბანკები, რომლებსაც კლიენტის აქტივებს ანდობენ “,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც სთავაზობს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებას და შენახვას, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

შემთხვევითი სიახლე

“ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია”

თბილისი (bpi) –  და გაექცეს პასუხისმგებლობას”, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე  მთავრობის ადმინისტრაციის …