საქართველოს ბანკმა ეკობანაკის პირველი სტუმრები მიიღო

თბილისი (BPI) – ლაგოდეხის ნაკრძალში ეკო ბანაკი გაიხსნა  –  „ოჩოკემპი“.  „საქართველოს ბანკის“ ფონდის („სიცოცხლის ხე“)  ეს პროექტი (ბიუჯეტით ₾50 000)  საგრანტო კონკურსის (“შესაძლებლობების სივრცე”)  მე-10 პროექტია.

ბანაკის  მობილობის შეზღუდვის მქონე პირების მოთხოვნებზეა ადაპტირებული და  ერთდროულად 50-მდე ვიზიტორის, მათ შორის, ინკლუზიური ჯგუფების მიღება შეუძლია.  5-კადრიან სტაფში   შშმ და სტანდარტული შესაძლებლობების  მქონე პირები არიან.

ეკოლოგიასა და  ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურა 1 000 მ²  -ზე  მოეწყო,  დამონტაჟდა მზის პანელები. ასევე საკარვე ტერიტორია, შშმ პირებისთვის.

ღია ცის ქვეშ შესაძლებელია კონფერენციის, კინოჩვენების, გამოფენის, სოციალურ კამპანიების, ტრენინგების, სპორტული შეჯიბრებების ჩატარებაა .

“საქართველოს ბანკი” სოციალურ საწარმოებს 2017 წლიდან აფინანსებს და უკვე  ₾387 000 აქვს 10 პროექტისთვის გაღებული.