საქართველოს ბანკი Spotlight 2018-ის წარმდგენია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა Spotlight  ფორმატის განახლებაზე განაცხადა.

ბიზნესსექტორისა და დასაქმებულების განვითარების  მხარდამჭერი ღონისძიება წელს, 27 მაისს, სასტუმრო რედისონში, გაიმართევა, თემაზე „გამარჯვება“, ფოკუსი, მარკეტინგის და რეკლამის ინდუსტრიაა.

ღონისძიება მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.  მიზანი ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემაა

Spotlight-ი 3 კომპონენტიანია: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.  გამოცდილი ქართველი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

მე-2 ნაწილში, აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 9 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით  წარსდგება.

https://www.facebook.com/spotlightge/

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …