საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის კონკურსს დააფინანსებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის კონკურსის დაწყებაზე აცხადებს.

კონკურსის მიზანია საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნა-განვითარების დაფინანსება, სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარება, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და საწარმოებში შშმ პირთა დასაქმებაა.

სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სწორედ სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.~

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომლის წევრთა ასაკი აღემატება 18 წელს. თითოეულ პროექტზე გასაცემი დაფინანსების ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს. საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს.

პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 2016-2018 წლებში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა. ეს რიგით მე-4 კონკურსია. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება, სოციალური საწარმოები მთელს საქართველოს მოიცავს, მათ შორის არის: ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …